მარტვილში ოლიმპიური დღე აღნიშნეს

17 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტში „ოლიმპიური დღე“ აღნიშნეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლისა და საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, ასევე, სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, „ოლიმპიური დღის“ ფარგლებში მძლეოსნური გარბენი გაიმართა.
როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გარბენში საფეხბურთო სკოლის და კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ თასებით და დიპლომებით დააჯილდოვა. ასევე ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები