მარტვილის მუნიციპალიტეტში პროექტის – „ეკოტურიზმის ქსელის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ პრეზენტაცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში  ფონდი „კავკასიის ეკოლოგიის“ წარმომდგენლებმა – მანანა დევიძემ და ნონა სხულუხიამ პროექტ „ეკოტურიზმის ქსელის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილეები: ალექსანდრე ხურცილავა, აკაკი ხუნწელია, მერიის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
„პროექტი ითვალისწინებს ეკოტურიზმის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში, რაშიც მარტვილის მუნიციპალიტეტიც ჩართულია. პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მცირე მასშტაბის ინვესტირება ეკოტურიზმის განვითარებისათვის, კერძოდ – ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე, საინფორმაციო დაფებისა და საინფორმაციო რუკების მოწყობა“, – აცხადებენ მარტვილის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტის მიზანია მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა და ახალი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, რათა ტურისტებისთვის მუნიციპალიტეტი უფრო მიმზიდველი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები