ემზარ კვიციანი ლევან ვასაძის „ლეგიონში“ ჩაეწერა – დეპუტატი ფიცის დადების მომხრეა

„კაცების გუშინდელმა აქციამ იმედის ნაპერწკალი გაუჩინა ჩვენს ხალხს, ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი. ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ლევან ვასაძემ თავის თავზე ისეთი პასუხისგებლობა აიღო, რომელიც ჯერ თბილისში არავის აუღია.
„გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი კიდევ გაუჩინა ჩვენს ხალხს. ლევან ვასაძემ, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს, იმედი გაგვიჩინა ქართველებს, თავის გამოსვლაში საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა. სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში „პარამოშვებული“, ბატონმა ლევანმა კი შედეგი უჩვენა, თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა ისეთი, რომელიც ჯერ თბილისში არავის არ აუღია. ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდაბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა. დიდება ღმერთს!!! ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი! ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია! ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბატონმა ლევანმა, როგორც მე დავდევი 1992 წლის 3 აგვისტოს და, როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება! ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა! აი მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას. საქართველო გადარჩება. სიმართლე გითხრათ სუსი ვიგრძენი, ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულობა, მაგრამ თვითონ ლევან ვასაძის იმედი მომეცა, რადგან გუშინ ის ძაან გულწრფელი მომეჩვენა. გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად, ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ! ქართველებო გადაჩებით! ვიცი და გამოცდილი მაქვს, რომ სუს-ის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები ფიცს აღუდგებიან წინ, მაგრამ ყველაფერი არის ლევან ვასაძეზე დამოკიდებული, თუ რამდენად თავისუფალია, თავისუფალია გარე ძალებისაგან, ე.ი. სუსისგანაც, რადგან სუსი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება, თუმცა მაქვს იმედი, რაღაც პროცენტი სუს-ის თანამშრომლებისა ეროვნულია! მე გუშინ ჩავეწერე სიაში, არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ეს მე გულწრფელად მინდა! არგვეშინია 223-ე მუხლის, რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი! უფლის სახელით “ერთი ყველათვის, ყველა ერთისთვის! დიდება ღმერთს!“,- წერს ემზარ კვიციანი.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლევან ვასაძის ამ განცხადებაზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები