მირიან წიკლაური: თანამდებობიდან დავით სერგეენკოს ჩამოცილება საქმეს არ წაადგება

“თანამდებობიდან ისეთი წარმატებული მინისტრის ჩამოცილება, როგორიც დავით სერგეენკოა, საქმეს ნამდვილად არ წაადგება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა, მირიან წიკლაურმა განაცხადა.
წიკლაურის განცხადებით, დავით სერგეენკო არის პროფესიონალი, გულისხმიერი და საკუთარი საქმისადმი თავდადებული ადამიანი.
„საქართველოში ძნელად მოიძებნება ისეთი წარმატებული სფერო, როგორიც ჯანდაცვის რეფორმაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამ პროგრამის წარმატებულობაში ლომის წილი მიუძღვის დავით სერგეენკოს, რომლის საქმიანობაც ნამდვილად იყო მოღვაწეობა. თანამდებობიდან ასეთი წარმატებული მინისტრის ჩამოცილება საქმეს ნამდვილად არ წაადგება“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თანამდებობას დღეს დატოვებს. დავით სერგეენკომ „რუსთავი 2-თან“ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნული არც უარყო და არც დაადასტურა. სერგეენკო ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატოვაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები