“არ გამოვრიცხავ” – დავით სერგეენოკოს პირველი კომენტარი თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მას შესაძლოა დღეს თანამდებობა დაატოვებინონ. განცხადება ამის შესახებ მინისტრმა “რუსთავი2”-თან საუბრისას გააკეთა.
სერგეენკო ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატოვაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.
“ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერმინისტრის მისაღები გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კითხვაზე, ატოვებინებენ თანამდებობას, თუ საკუთარი სურვილით მიდის სერგეენკო ამბობს:
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ნებისმიერ ცვლილებაზე, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში ცვილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება არის პრემიერის საქმე“, – აღინიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები