საუდის პრინცმა ირანი ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა ირანი ომანის ყურეში ტანკერებზე მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს მომხდართან დაკავშირებით. ამის შესახებ საუდის პრინცმა გამოცემა “აშარ ალ ავსათი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მუჰამედ ბენ სალმანმა ხაზი გაუსვა, რომ “სამეფოს რეგიონში ომი არ სურს, თუმცა ნებისმიერი სახის მუქარას ხალხის, სუვერენიტეტისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების მიმართ, უყოყმანოდ უპასუხებს”.
სალმანის თქმით, ნავთობტანკერებზე, ასევე ნავთობის ობიექტებსა და აბჰას აეროპორტზე თავდასხმები საუდის არაბეთში, ხაზს უსვამს საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობის მნიშვნელობას, რომელმაც, მისივე თქმით, თეირანის ექსპანსიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრი პოზიციები უნდა დააფიქსიროს.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ომანის ყურეში ორ ტანკერზე – Front Altair და Kokuka Courageous-ს მცირე შუალედით, აფეთქება მოხდა – აშშ-ს დაქვემდებარებულ გემებს თავს დაესხნენ. 14 ივნისს კი ამერიკამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობენ ირანელი სამხედროები ტანკერ Kokuka Courageous-იდან იმ ნაღმის მოხსნას, რომელიც არ აფეთქდა.
ამასთან, 14 ივნისვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში ამბოხებულმა ჰუსიტებმა, რომლებიც ირანთან არიან კავშირში, სამი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე აეროპორტზე იერიში ორჯერ მიიტანეს.
თეირანმა ყველა ბრალდება უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები