ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქება მოხდა – აშშ-ს დაქვემდებარებულ გემებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

0

ომანის ყურეში ორ ტანკერს – Front Altair და Kokuka Courageous-ს მცირე შუალედით, თავს დაესხნენ, აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაესხა თავს ტანკერებს, რომელთაც, BBC-ის ცნობით, დახმარებას აშშ სამხედრო-საზღვაო ძალები უწევენ.
ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.
დღევანდელ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ერთდროულად ოთხ ტანკერზე მოხდა კოორდინირებული თავდასხმა. გაეროს კომისიის სხდომაზე ეჭვმიტანილად ანონიმური “სახელმწიფო სტრუქტურა” გამოცხადდა. აშშ-მ ბრალი ირანს პირდაპირ დასდო. ეს უკანასკნელი ბრალდებებს უარყოფს.
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, დღევანდელი ინციდენტის შემდეგ ნავთობის ფასმა თითქმის ხუთთვიანი მინიმუმიდან 3,9%-ით მოიმატა. დაზიანებული ორი ტანკერიდან ერთ-ერთზე 75 ათასი ტონა ნავთობია, მეორეზე მეთანოლი, მას ჩაძირვა არ ემუქრება.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ორივე ტანკერზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც იაპონიის ლიდერი ირანში დიპლომატიური ვიზიტით იმყოფებოდა, რომელზეც ორივე სახელმწიფო “დიდ ფსონებს დებდა”.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ტანკერი – Kokuka Courageous – იაპონურ კომპანი Kokuka Sangyo-ს ეკუთვნის და ორივე გემი ირანიდან დატვირთული გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი