ბოლნისის საერთაშორისო ფორუმის სტუმრებმა ისტორიული უბანი მოინახულეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 13-14 ივნისს ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი – „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ მოეწყო.
როგორც „კვირას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფორუმის სტუმრებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, ქალაქის ისტორიული უბანი მოინახულეს. ღონისძიების მონაწილეებმა 200 წლის წინ, გერმანიიდან ჩამოსახლებული შვაბი კოლონისტების მიერ აშენებული შენობები დაათვალიერეს და ბოლნისის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები