მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ხულოს მერი ბეშუმში იმყოფებოდა

მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ დიმიტრაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან ნადიმ ვასაძესა და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად კურორტ ბეშუმში იმყოფებოდა.
ამის შესახებ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კურორტ ბეშუმში ვიმყოფებოდით. საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერის პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესა და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, კურორტ ბეშუმში მოსახლეობას შევხდით და კურორტზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გავეცანით. დღესვე კურორტ ბეშუმის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადავეცით. მინდა აღვნიშნო, რომ კურორტ ბეშუმს დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოდ. ის პრობლემები რაც ამ ეტაპზე აქ არსებობს მაქსიმალურად უმოკლეს დროში უნდა იქნეს მოგვარებული, რათა ამომსვლელ დამსვენებელს მაქსიმალურად მეტი კომფორტი შეუქმნათ” – აღნიშნავს ხულოს მერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები