შს სამინისტრო: სახალხო დამცველის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კონტრაქციის 28 მონაწილე. ზემოაღნიშნულის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. ასევე, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით.
გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი