მარტვილში კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

მარტვილის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან, ირაკლი ჯიქიასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გრიგალავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად, დიდი ჭყონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა.
ცნობისათვის, 14 მაისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დიდი ჭყონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სიმინდის ყანები, ხეხილის ბაღები, თხილის ფართობები და ვაზი დააზიანა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავებიც.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისია მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები