ლუგანსკის ოლქში დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ

შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც საკუთარ თავს მილიციელებს უწოდებენ, განაცხადეს, რომ უკრაინული ბომბდამშენი ლუგანსკის ცენტრს დაესხა თავს, – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტული შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი რეგიონალური ადმინისტრაციის შენობასთან განთავსებულ “რესპუბლიკის” შტაბთან აფეთქდა. დაღუპულები არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები.
როგორც გამომცემლობის კორესპონდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციის შენობაში ძლიერი ცეცხლი გაჩნდა. შენობასთან სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის მანქანებია მობილიზებული. შენობაში კვლავ იმყოფებიან ადამიანები. არიან დაშავებულებიც.

10441418_10203254034784610_1303761173694611301_n

974353_10203254047744934_1641122443_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები