დონეცკის გუბერნატორს ვირჯინიის კუნძულებზე აქტივები დაუყადაღეს

27 მაისს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე სასამართლომ დონეცკის გუბერნატორს სერგეი ტარუტას აქტივები დაუყადაღა. დაყადაღება რუსეთის ბანკ ВТБ-ს სარჩელის საფუძველზე მოხდა. ბანკი ტარუტასგან ვალის დაფარვას ითხოვს: მანამდე მოსკოვის მეშჩანურმა სასამართლომ მას ენისეის ფანერის კომბინატის სახელით, 30 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. პატიმრობის ქვეშ აღმოჩნდა 8 კომპანია: უკრაინის სამთო-მეტალურგიული კომპანია, ,,ახაი საინჟინრო ტექნოლოგიები“, კიევის სასტუმრო ,,ხაიატი“, ,,ენერგოსპეცფოლადი“ და კორპორაცია ,,დონბასის ინდუსტრიული კავშირი“, რომლის პაკეტებსაც ტარუტა ფლობს.
დაყადაღებულია ალექსანდრე კატუნინის აქტივებიც, იგი ტარუტას საჩივრის თანამოპასუხეა. ტარუტა და კატუნინი თავდებად დაუდგნენ კრედიტების გადახდას, რომელიც ენისეის ფანერის კომბინატს დაეკისრა.
2008 – 20011 წლებში ВТВ-მ კომპანიას 203,2 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, რომლის გამომუშავებაც ქარხანამ ვერ შეძლო. მას, პროცენტების და ჯარიმების გარდა, ვალად 181, 3 მილიონი დოლარი დაედო. გასული წლის ნოემბერში კრასნოიარსკის სასამართლომ ბანკროტის შესახებ აღძრა საქმე. მანამდე, 2014 წელს, ВТБ ბანკის საჩივრით, კვიპროსში ნიკოსიის სასამართლომ სხვა 8 კომპანია დააპატიმრა, რომელიც ნაწილობრივ, ან მთლიანად ტარუტას ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები