ხულოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

0

14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირების ჩართულობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიება ხულოს დრამატული თეატრის ეზოში გაიმართა, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით დაიწყო. გაიმართა შეხვედრები ჭადრაკსა და ნარდში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.
„ღონისძიების კულტურულ ნაწილში მაყურებლის წინაშე ინდივიდუალური შემსრულებლები, ზღაპრებისა და ანიმაციური ფილმების პერსონაჟები წასდგნენ, რომლებმაც ბავშვებთან ერთად სხვადასხვა ცეკვები, სიმღერები და სპორტული თამაშები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს პატარებმა ცაში ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს, რის შემდეგაც თეატრის ფოიეში, მუნიციპალიტეტის მერიამ მოწვეული სტუმრებისთვის ლანჩი გამართა, სადაც სიმბოლური ტორტი გაჭრეს“,- აცხადებენ ხულოს მერიაში.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ვანაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირთა დასახმარებლად და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი