ომბუდსმენი ეკა ბესელიას განცხადებაზე: ჩვენ მზად ვართ დახმარებისა და თანამშრომლობისთვის

0

მოვუწოდებ კიდევ ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებს, თუკი არსებობს რაიმე ხელმოსაჭიდი საფუძველი, დროულად მოახდინონ რეაგირება- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას იმ განცხადებას, რომლის მიხევითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში მან რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველს გამოძიების მასალებზე წვდომა არ აქვს.
“ქალბატონ ეკა ბესელიას მინდა დღესაც გამოვუცხადო მხარდაჭერა და სოლიდარობა, მასაც და ნებისმიერ ადამიანს, ვის მიმართაც გავრცელდა ძალიან ბინძური ფორმებით პირადი ცხოვრების მასალები. თუმცა, დღემდე არ გვინახავს ამ ქვეყანაში არც ერთ საქმეზე, რომ დამდგარიყო ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების გამო. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებს, თუკი არსებობს რაიმე ხელმოსაჭიდი საფუძველი, დროულად მოახდინონ რეაგირება. ასევე მივმართავ ქალბატონ ეკას, ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თანამშრომლობისთვის. შეუძლია მან მოგვმართოს, მოგვაწოდოს ინფორმაცია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოვახდინოთ ზეწოლა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებზე. თუკი დაზარალებული ისურვებს ამ შემთხვევაში ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, სახალხო დამცველი გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება უფრო ეფექტურად წარიმართოს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი