“ჯიემსი მოტორსმა” კოლეჯ “სპექტრს” სწავლების მიზნით ტრაქტორი გადასცა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ სასწავლო მიზნით კომპანია „ჯიემსი მოტორსმა” სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორი გადასცა.
როგორც “კვირას” “სპექტრიდან” აცნობეს, ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, კოლეჯისა და კომპანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით, 14 ივნისს კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ და შ.პ.ს. “ჯიემსი მოტორსი”-ს დირექტორმა ენრიკო იაკობაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და თანამშრომლობის გზით, სასწავლო პროცესში კერძო სექტორის როლის გაზრდა/ ჩართულობა.
რომლის თანახმად, მხარეები ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ კოლეჯის მიერ მომზადებული პროფესიული პროგრამების გავლას.
ეს პროგრამებია:
• „სავალი ნაწილების შემკეთებელი“;
• „ძრავის შემკეთებელი“;
• „ავტოზეინკალი“;
• სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის მექანიკოსი“;
• ავტონაწილების და ავტო კატალოგების სპეციალისტი“;
• საიტების ვებ სპეციალისტი;
• ელექტრო დიაგნოსტიკური აპარატურის სპეციალისტი;
• პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა.
“ჩვენი კომპანია წლებია „LOVOL”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია, ამ ტეპაზე საქართველოში ერთერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვათარებაა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის, ვითარდება სოფლის მეურნეობა, იხვეწება ტექნოლოგიები , მაგრამ სამწუხაროდ დიდი პრობლემაა ადგილობრივი კვალიფიციური კადრების მოძიება , ჩვენ გვსურ მცირედი წვლილი შევიტანოთ პროფესიული განათლების განვითარების პროცესში . ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრი“ სასწავლო მიზნით სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორი გადავცეთ.
ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება, მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და მიეცემათ საშუალება საწარმოო პრაქტიკის პერიოდში შეისწავლონ სხადასხვა მოდელის და ფუნქციის ტექნიკა”, – განაცხადა შ.პ.ს. “ჯიემსი მოტორსი”-ს დირექტორმა ენრიკო იაკობაშვილმა.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, კოლეჯის ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ და ენრიკო იაკობაშვილმა კოლეჯის ეზოში ტრაქტორის შესაძლებლობები სტუდენტებთან ერთად მოსინჯეს.
“უმნიშვნელოვანესია, როდესაც კომპანია იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და პროფესიულ კოლეჯს მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, ამ შემთხვევაში ტრაქტორს, სწავლების მიზნით, სტუდენტებისთვის გადასცემს.
მე ვისურვებდი, ეს კეთილი მაგალითი ყოფილიყოს სხვა კომპანიებისთვისაც და საქართველოს ყველა პროფესიულ სტუდენტს ჰქონდეს მსგავსი შესაძლებლობები”, – თქვა მათე ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები