გივი მიქანაძემ CERN-თან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – გივი მიქანაძემ ,,ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის“ (CERN) „CMS‘‘ პროექტის წარმომადგენელთან, პროფესორ ტიციანო კამპორეზისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა CERN-ის წარმომადგენელს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის უზრუნველსაყოფად, საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კვლევითი კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობაზე.

თავის მხრივ, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ დადებითად შეაფასა CERN-ში ქართველი მეცნიერების მიღწევები და მინისტრს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები