თურქეთში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ გებზეში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

შემთხვევის ადგილიდან 12 წლის მუჰამედ ემირ ბილირის ცხედარი ამოიყვანეს, თუმცა მეორე მსხვერპლის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.

ადგილობრივი ხელისუფლება და საგანგებო სამსახური (AFAD) ადგილზეა მობილიზებული, მიმდინარეობს გადარჩენილი ადამიანების ძებნის ოპერაცია.

მაშველები იყენებენ მძიმე ტექნიკას და სპეციალურ ჯგუფებს, რათა სწრაფად აღმოაჩინონ ნანგრევების ქვეშ დარჩენილი პირები.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, ეს ახლომდებარე მეტროს მშენებლობას გამოეწვია.

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდონ დანგრეულ შენობასთან გადაადგილება და დაელოდონ მაშველების მითითებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები