დავით შერაზადიშვილი: ერთად მუშაობით შევძლებთ, რომ ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა გახდეს უფრო ძლიერი, განვითარებული და ადამიანზე ორიენტირებული მუნიციპალიტეტები

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი ახლად არჩეულ მერებს უფლებამოსილების დაწყებას ულოცავს.

ის განსაკუთრებით ულოცავს პირველი ვადით არჩეულ, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მერებს.

„ბოლნისისა და თეთრიწყაროს ახლად არჩეულ მერებს – ზამურ ჭითანავასა და მიხეილ აფციაურს ვულოცავ უფლებამოსილების დაწყებას!

ეს არის ახალი ეტაპი მუნიციპალიტეტების განვითარების გზაზე. ნდობა, რომელიც მოქალაქეებმა გამოგიცხადეს, დიდი პასუხისმგებლობაა და ამავე დროს შანსი, ენერგიითა და სიახლით გააგრძელოთ დაწყებული საქმეები.

დმანისისა და წალკის მოქმედ მერებს ვუსურვებ კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობას, გუნდურობასა და მიზანმიმართულობას ჩვენი რეგიონის საერთო წინსვლისთვის.

ერთად მუშაობით შევძლებთ, რომ ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა გახდეს უფრო ძლიერი, განვითარებული და ადამიანზე ორიენტირებული მუნიციპალიტეტები”, – წერს სოციალურ ქსელში დავით შერაზადიშვილი.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები