“ჩვენ, უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან და ა.შ. არ იყოს საქართველოს აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველა ვაჭრობს და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღოს და ხელი მოითბოს ამ ომიდან”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
აღნიშნულით ის ბალტიისპირეთის ქვეყნების ,რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებს გამოეხმაურა.
„ყველაზე ხისტი განცხადებები თუ საიდანმე შეიძლება იყოს [საქართველოს მიმართ], ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ნავთობის მიმართულებით, მათ გაზარდეს რუსეთთან ვაჭრობა ალკოჰოლის მიმართულებით, მედიკამენტებიც სხვათა შორის გააათმაგეს და გააასმაგეს ის რაოდენობა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომამდე ისინი ყიდდნენ რუსეთში. ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ საქართველოს მიმართ. ჩვენ, დღიდან დაწყებისა უკრაინის ომის ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან და ა.შ. არ იყოს საქართველოს აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველანი ვაჭრობენ და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღონ და ხელი მოითბონ ამ ომიდან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ – შესაბამის ინფორმაციას ლიეტუვური მედია ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.