“ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება” – ნანა კაკაბაძე

“ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, დადგა დრო, რომ საქართველოშიც მოხდეს ძალიან სერიოზული ცვლილებები ქვეყნის სასიკეთოდ.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაახლოებით ალბათ ერთი წლის წინ, რომ შეგვექმნა – მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”, რომელიც შემდგომ იქცეოდა პარტიად. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნეიტრალიტეტი არის სწორედ ის არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ის აბრეშუმის გზა, რომელიც საქართველოზე სავარაუდოდ უნდა გავიდეს, არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები