რატი იონათამიშვილი – პარტიების აკრძალვაზე: სწორედ ამ სამმა პარტიამ გამოუცხადა ომი საქართველოში დემოკრატიასა და კონსტიტუციას
„სარჩელში მოცემული პარტიები აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს პოლარიზაცია, სწორედ ამ სამმა პარტიამ გამოუცხადა ომი საქართველოში დემოკრატიასა და კონსტიტუციას,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს სამი პარტია, პოლიტიკური აგენტურული ჯგუფებია ის, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიასა და საქართველოს კონსტიტუციას ომი გამოუცხადეს. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში ნამდვილად უნდა დამდგარიყო და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.