ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმასა და 51 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს

ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი, რომელიც მარტში ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისჩერჩში მომხდარ ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილია, ბრალს არ აღიარებს. მას 51 ადამიანის მკვლელობასა და 40 ადამიანის კვლელობის მცდელობაში სდებენ ბრალს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლოს წინა სხდომა აპრილში გაიმართა, სადაც ეჭვმიტანილს ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტიზა დაუნიშნეს და შემდეგ შერაცხადად ცნეს. წინა კვირას მოიხსნა აკრძალვა მისი სახის ჩვენებაზე. სასამართლოს შემდეგი სხდომა 16 აგვისტოს არის დანიშნული, საქმის არსებითი განხილვა კი 2020 წლის 4 მაისს დაიწყება.
შეგახსენებთ, 15 მარტს ახალ ზელანდიაში შეიარაღებული ხალხი მეჩეთ “ალ-ნურში” შეიჭრა და მლოცველების მისამართით სროლა დაიწყეს, შემდეგ კი ლინვუდის მეჩეთთან გადაინაცვლეს. მომხდარს სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. შემთხვევიდან მალევე პოლიციამ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი – 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები