ათობით დაღუპული, დაკარგული და დაშავებული – ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან(ვიდეო)

გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის გამო ჩინეთის სამხრეთით უკანასკნელი მონაცემებით 49 ადამიანი დაიღუპა, 14 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობამ, მეწყერმა და ღვარცოფმა 8 პროვინციაში 4,5 მილიონი ადამიანი დააზარალა. ამ დროისთვის 300 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
დაინგრა 7 ათაზე მეტი სახლი, 31 ათასზე მეტი კი განადგურდა. მაშველებმა 4300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის თქმით, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, 9300 სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3,71 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწა განადგურდა.
პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მოცემული მომენტისთვის უკვე 1,93 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები