რუსეთში ნაგვის გადამამუშავებელი პოლიგონის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მიმართ პოლიციამ ძალა გამოიყენა (ვიდეო)

მოსკოვის ოლქის ქალაქ ლიკინო დულევოში პოლიციამ ძალა გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ნაგვის გადამამუშავებელი პოლიგონის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც რუსული მედია წერს, დაკავებულია დაახლოებით 15 ადამიანი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დემონსტრანტებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რითაც ხეების მოჭრის შეჩერება სცადეს.

საპროტესტო აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მარტში დაიწყო. როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, ჭაობიან ტყეში, სადაც მშენებლობა იგეგმება, „წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველები ბინადრობენ. ამას გარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი მდინარე იღებს სათავეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ნაცვლად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები