თამარ ჩუგოშვილი: სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც პირველი ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას მოჰყვა

„სამწუხარო და სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოჰყვა პირველი ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას ბათუმის სანაპირო ზოლზე“ – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ქალი მაშველების ირგვლივ სოციალურ ქსელში განვითარებულ მოვლენებს.
თამარ ჩუგოშვილი ქალ მაშველებს წარმატებებს უსურვებს და ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის მადლობას უხდის.


„ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომების სიმძიმეს და სიახლისადმი არამიმღებლურ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალებს ეხება საქმე;
მინდა გოგონებს მადლობა გადავუხადო ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში ჩართვისთვის და ვუსურვო წარმატებები! ძალიან მაგრები ხართ!“ – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილი.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან.
მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.
სოციალურ ქსელში ახლაგაზრდა მაშველების გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაშველების ჩაცმულობაზე ქილიკობდა, ნაწილი კი, გოგონების გადაყვეტილებას დადებითად აფასებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები