სირიამ იდლიბის პროვინცია დაბომბა

სირიის არმიამ მოკავშირეებთან – რუსეთსა და გასამხედროებულ შიიტურ დაჯგუფებებთან ერთად – არტილერიით და ავიაციით სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინცია დაბომბა. დაბომბვა ოთხშაბათს და ხუთშაბათს მოხდა, მას შემდეგ რაც, ოთხშაბათს რუსეთმა და თურქეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევის თაობაზე გამოაცხადეს.
​ამბოხებულებმა არტილერიით გახსნეს ცეცხლი. ამ ცნობას „როიტერის“ ბეირუთის ოფისი სამხედრო დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაციის სამიზნე იდლიბის პროვინციის სამხრეთში მდებარე ქალაქი ალ შეიხუნი და მისი შემოგარენი იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს, თურქეთი – ამბოხებული დაჯგუფებების ნაწილს. სექტემბრიდან ამ რეგიონში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, რომლის თანახმადაც, არ უნდა განხორციელებულიყო დაბომბვა და ამბოხებულთა პროთურქულ ჯგუფებს ფრონტისპირა ზონიდან მძიმე შეიარაღება უნდა გაეყვანათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები