ლუგანსკის ოლქში მესაზღვრეების ბაზას ტერორისტები შტურმით იღებენ (ვიდეო)

ლუგანსკის ოლქში მესაზღვრეების ბაზაზე ტერორისტების შტურმი ამ დრომდე გრძელდება. ბაზაზე თავდასხმაში 500-მდე ტერორისტი მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტო liga.net იუწყება.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 5 ტერორისტი გაანადგურა, დაახლოებით ათი კი დაჭრილია.
“ტერორისტები იყენებენ ნაღმმტყორცნებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს და ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებიან”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში ტერორისტების თავდასხმა მესაზღვრეების ბაზაზე უკვე ექვს საათზე მეტია გრძელდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=evNGzTqN2vU&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები