კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ბოლნისში, დაბა კაზრეში, კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით კიკბოქსინგში K-1-ის წესებით საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანისა და სომხეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ჩემპიონატში 32 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლემ ნიკა ბაღიშვილმა, ხოლო 44 კგ წონით კატეგორიაში მეორე თენგიზ ბერიშვილმა (მწვრთნელი დათა წულაია) ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები