ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი: არაფერი გვაქვს საერთო საქართველოსთან

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და არასდროს გახდება მისი ნაწილი.
“აშშ, ნატო, ევროკავშირი არაფერ ახალს არ ამბობენ. ამ სიტყვების კომბინაციას ჩვენ უკვე 30 წელია ვისმენთ. მათ არ სურთ გაიგონ, რომ 1989 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მისი ნაწილი გავხდეთ. დიდი ხანია ამ მატარებელმა ჩაიარა”, – ამბობს მედოევი.
ამასთან, დე ფაქტო მინისტრი ცხინვალის რეგიონს ქარავანს ადარებს, რომელიც გარე, ხელისშემშლელ ფაქტორებს ყურადღებას არ აქცევს და თავისი გზით მიდის მიზნისკენ – “გახდეს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო”.
შეგახსენებთ, წინა კვირას ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც არც ამერიკამ, არც ევროკავშირმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა არ აღიარეს და არალეგიტიმურად ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები