ირაკლი ზაქარეიშვილი: ზვიად კუპრავა ზურგიდან მომეპარა და წიხლი ამომარტყა

“შემოვბრუნდი. უკნიდან, ზურგიდან მომეპარა და ამომარტყა წიხლი“, – ასეთი ჩვენება მისცა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანლის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დალი მეტრეველმა პროცესზე ირაკლი ზაქარეიშვილი დაზარალებულის სტატუსით დაჰკითხა.
ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადების საფუძველზე ზვიად კუპრავას ბრალი წელს, 19 თებერვალს წაუყენეს.
საქმის პროკურორის, დავით კიკაჩეიშვილის განმარტებით, დაკითხვის დროს ზაქარეიშვილმა დაადასტურა, რომ ზვიად კუპრავამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ტკივილი განიცადა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ზაქარეიშვილის დაკითხვის დეტალებზე ზვიად კუპრავას ადვოკატმა, ლევან დავითაიამაც ისაუბრა.
„დაზარალებული მიუთითებს ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც მან გაიყუჩა, დაახლოებით, 8 საათის მერე “ციტრამონის” მეშვეობით. გარდა ამისა, ვრცლად ისაუბრა იმ მორალურ ზიანზე, რომელიც კუპრავას მხრიდან იყო მიღებული. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ ყველაფერში ახსნა იქედან გამომდინარე, რომ ზაქარეიშვილი პირდაპირ უპირისპირდებოდა ზვიად კუპრავას როგორც მისი პოლიტიკური საქმიანობიდან, ასევე – ზოგადად საზოგადო აქტივობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები