ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპნიის შპს „ალგეთის“ დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა მოაწერეს.
„ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის გამნავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტერდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 988 585 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება“,- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები