მამაკაცი არასრულწლოვან გოგონას სკაიპით სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა
აშშ-ში 29 წლის მარკენსონ ჩერის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც 15 წლის არასრულწლოვანი გოგონას მამამ მისი ქალიშვილის მობილურ ტელეფონში მიმოწერა აღმოაჩინა. გაირკვა, რომ გოგონა მამაკაცთან ორი თვის განმავლობაში სისტემატურად ამყარებდა სექსუალურ კავშირს სკაიპის მეშვეობით.
მამაკაცი გოგონას „სკაიპის“ მეშვეობით აყურებინებდა, თუ როგორ მასტურბირებდა. იგი არსრულწლოვან გოგონას ტანსაცმლის გახდას და გაშიშვლებას აიძულებდა.
თავიდან მამაკაცმა და გოგონამ ერთმანეთი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაიცნეს, ხოლო მას შემდეგ ერთმანეთი სკაიპში დაამატეს, სადაც მათი ურთიერთობა გაგრძელდა. მამაკაცმა იცოდა, რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო. მამაკაცს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 250,000 დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.