,,ვიცხოვრე ისე, როგორც… შემეძლო“,- ბესიკ კალანდაძე

პოპვარსკვლავი ლოჯისტიკის ცენტრს აშენებს

70-იან წლებში პოპულარული მომღერალი იყო, იმდენად პოპულარული, რომ მასზე ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი, დიდი ხანია, ცნობილია. იგი მაშინდელი ქართული ესტრადის ახალი ხმა იყო. ნიჭიერი ხელოვანი დღესაც ყველა თაობის მსმენელისთვის მისაღები და აქტუალურია. შტრიხები ბესიკ კალანდაძის პერსონისთვის…

– როგორ გრძნობს დღეს თავს 70-იანი წლების პოპმომღერალი?1080129_756254687739029_1769881029_n
– საქართველოს ძალიან ბევრი პოლიტიკური, ტერიტორიალური და ფინანსური პრობლემა გააჩნია, ამიტომ თავს ვერ ვგრძობ კარგად და დამშვიდებულად. ამჟამად ვარ საქართველოში, რომელიც ერთ დიდ ჭაობს მაგონებს. ამ ჭაობში ბევრი ბაყაყი უკანასკნელ ხმაზე ყიყინებს. მთავარი კი ის არის, რომ ყველა ერთდროულად ყიყინებს და ერთმანეთის მოსმენის სურვილიც კი არა აქვთ, მაგრამ ეს საცოდავი არსებები იმას ვერ ხვდებიან, რომ რაც უნდა ხმამაღლა იყიყინო,- ბაყაყი მაინც ბაყაყია, რომელიც ჭაობში ცხოვრობს და არავის ესმის მისი ყიყინის, არც მისი პატივისცემა და, მით უმეტეს, შიში არა აქვს არავის…
– როგორ ფიქრობთ, რის გამოა ის, რაც დღეს გვჭირს?..
– ყველაფერი ამ ქვეყნად უწიგნურობის ბრალია და მეტი არაფრის… პიროვნულად ვერავის განვსჯი, ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველას ვთხოვ, ათი მცნება მაინც კარგად წავიკითხოთ. გააანალიზონ და შემდეგ საკუთარ ქმედებას დავუკვირდნენ…
– დღეს ბიზნესით ხართ დაკავებული…
– რაც შეეხება დღევანდელ ჩემს საქმიანობას, ბიზნესითა ვარ დაკავებული. ვაშენებ ლოგისტიკურ ცენტრს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვა-რეალიზაციაზეა გათვლილი.
– მაგრამ რამდენადაც ვიცი, სცენაზე საბოლოოდ უარი არ გითქვამთ…
– აი, ხვალიდან 10 -დღიანი საკონცერტო ტურნე მეწყება კახეთის რეგიონში ჩემს ახალგაზრდა კოლეგებთან: ტატო გოდერძიშვილთან, სოფო ბედიას, “ჯეოსტარელ” ნათია ქოროღლიშვილთან და სხვებთან ერთად.
– 1975 წელი თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო…
-1975 წელს ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ “რეროში” ვმუშაობდი სოლისტად, მერე ვია “75”-ში გადავედი, სადაც ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა მიმიწვია მას შემდეგ, რაც ორკესტრ “რეროდან” წამოვედი. ბატონი რობერტი უძლიერესი პროდიუსერი იყო, მას ადამიანების ამოცნობის შესანიშნავი ალღო ჰქონდა. ის რამდენიმე წლით ადრე გამოთვლიდა ხოლმე მოსალოდნელ შედეგებს. არ ერეოდა ჩვენს მუსიკალურ საქმიანობაში, რადგან იცოდა, რომ თანამედროვე მუსიკის მოთხოვნები ჩვენ უფრო კარგად გვესმოდა, ვიდრე მას, რადგან არანჟირებას ჩვენ, ახალგაზრდები ვაკეთებდით.
-,,ყველა სიმღერა რასმე გვახსენებს”,- სიმღერა, რომლის მიღმაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, ამბავი ისტორიაა…
– სენტიმენტალური არა ვარ და, შესაბამისად, არ დავფიქრებულვარ ამაზე. მუხლზე დაჩოქილს სერენადები ნამდვილად არასოდეს მიმღერია.
– საინტერესოა, რომ არა სცენა, სად იქნებოდით ასეთივე წარმატებული?10425541_756255324405632_110176037_n
– სცენის გარდა სად ვიქნებოდი ასეთივე წარმატებული?.. ვერ გეტყვით…
– სიმღერა “ტირიფები“ თქვენი სავიზიტო ბარათი იყო...
– საერთოდ, ყველა ჩემი ჰიტის არანჟირების ავტორი მე ვარ. აქედან გამომდინარე, როდესაც სიმღერა “ტირიფები“ ჩემებურად მოვირგე და ქართული სიმღერის იმ დროისათვის უცნაური სტილით შესრულებაშიც ხელი არავინ შემიშალა, “ტირიფებიც“ უმალ გაჩნდა ჩემს საკონცერტო რეპერტუარში და მასში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა.
– ყველაზე განსხვავებული კონცერტი და გასტროლი…
– განსხვავებული კონცერტები ბევრი იყო, მაგრამ მაინც 1985 წელს ჩატარებულ საიუბილეო კონცერტებს გამოვყოფდი. ეს იყო ანსამბლის 10 წლის იუბილე, როდესაც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 თვის განმავლობაში 200 კონცერტზე მეტი ჩავატარეთ სრული ანშლაგით.
რაც შეეხება გასტროლებს, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ტურნე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც კონცერტები სრული ანშლაგით ტარდებოდა სპორტის სასახლეებში, ხოლო ჩვენი მსმენელები გულშემატკივრის როლში სხვადასხვა ქალაქში დაგვყვებოდნენ.
– თაყვანისმცემლები ძალიან გაბეზრებდნენ თავს…
– თაყვანისმცემლები ნამდვილად მაბეზრებდნენ თავს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ტკბილ მოგონებად დარჩა.
საერთოდ პოპულარობამ რა შემძინა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დაკარგვით არა მგონია, რაიმე დამეკარგოს. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ზედმეტმა პოპულარობამ და ყურადღებამ ნამდვილად შემაწუხა.
– დაასრულეთ აზრი: ვიცხოვრე ისე, როგორც…
– ვიცხოვრე ისე, როგორც….. შემეძლო.

თეონა გოგნიაშვილი

10423501_756255227738975_1304250158_n

10437257_756254784405686_801526228_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები