კახიძე ვოლსკის: “ნაცმოძრაობის” დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ისინი არ მონაწილეობდნენ იმ საშინელ რაღაცებში და ჩვენ ვმონაწილეობდით?

0

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ის ხალხი არ მონაწილეობდა საშინელ რაღაცებში და ჩვენ, აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით”, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის ვიცე სპიკერ გია ვოლსკის მიმართა.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, დღეს კენჭისყრაზე დგება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა.”
“როდესაც იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, ის პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ მოადგილესთან ერთად. აქ როგორ არის – მე ვმონაწილეობდი იმ საშინელ რაღაცებში, თქვენ რომ ჩამოთვალეთ და ვიღაცები, ვინც დღეს თქვენზე მუშაობენ, ამაში არ მონაწილეობდნენ? ასე გაქვთ დალაგებული და გაყოფილი, თუ როგორ არის? „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და პარლამენტში ყველა კანონს ხმას აძლევდნენ, დღეს რომ თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ის ხალხი არ მონაწილეობდა და ჩვენ, აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით?! მაინტერესებს, ეს რანაირად გაქვთ დალაგებული. ჩემი სკოლელები, 51-ე სკოლის უფროსკლასელები – თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი 9 აპრილს ნიჩბებით რომ დაჩეხეს და გაზით გაგუდეს, ამის შემდეგ რომ იმავე რეჟიმის მსახური იყავით, ეს როგორ ჯდება ან თქვენ მორალს ვის უკითხავთ“, – მიმართა ოთო კახიძემ გია ვოლსკის.

კომენტარები

კომენტარი