პარლამენტში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ

ამ წუთებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ.
საინვესტიციო საბჭოს წევრებთან გასაუბრება სოციალური ქსელის, „სკაიპის“ საშუალებით მიმდინარეობს.
საბჭოს წევრები დეპუტატებს თავიანთ ხედვებს აცნობენ და მათ კითხვებსაც პასუხობენ.  სხდომას შერჩეული კანდიდატებიდან მხოლოდ დავით წიკლაური ესწრება.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები