დღეს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა დანაყოფებმა სისხლის სამართლის 2 საქმეზე გამოძიება დაიწყეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით;
ამასთან, თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით;
აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები