ინდონეზიაში ვულკანი გააქტიურდა (ვიდეო)
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო 7 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა კრატერიდან ამოტყორცნილი ფერფლისა და ვულკანური მასის გამო გადაიდო ფრენები ადგილობრივი აეროპორტებიდან. სპეციალისტების თქმით, ამ დროისთვის აქტივობა შემცირდა და გამორიცხული არ არის, რომ მალე ფრენები ისევ განახლდეს.
ინდონეზია წყნარი ოკეანის ე.წ. ცეცხლოვანი რკალის ზონაში მდებარეობს, სადაც თითქმის 130 აქტიური ვულკანია თავმოყრილი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Gr2UrPHSZ08&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]