ზაზა სარალიძე: პროკურორთან კომუნიკაციის შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ ეს საქმე წინ წაიწეოდა

პროკურორთან კომუნიკაციის შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ ეს საქმე წინ წაიწეოდა – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

,,მქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, მქონდა კომუნიკაცია ამ საქმის პროკურორებთან და ბევრი ვისაუბრეთ ამ საქმის დეტალებზე, ყველანაირ მტკიცებულებაზე. მე პირადად, გამიჩნა იმის შეგრძნება, რომ ეს საქმე წაიწეოდა წინ, ამ საუბარში, ურთიერთობაში და პოროკურორის მონდომებაში, ხაზს ვუსვამ პროკურორის და არა პროკურორების,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ჟურნალოსტის კითხვაზე რამ გაუჩინა იმედი, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესამდე კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს.

,,აღმოჩნდა მტკიცებულებები საქმეში, რომლის გასაჯაროებაზეც ახლაც თავს შევიკავებ და ვნახოთ,  როგორ შეძლებს ახალი პროკურორი ამ მტკიცებულებების დადასტურებას და დამტკიცებას. ამ მტკიცებულებებზე არ დავკონკრეტდები,  რადგან კალანდიას სასამართლო პროცესი წინ არის,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები