არჩილ თალაკვაძე: ჭიათურაში სახელმწიფომ აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა, ჩაერია კანონის ფარგლებში და დღეს შეთანხმება მიღწეულია

„ასეთი ტიპის დავები, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა წყდებოდეს იმ ფორმატში, როდესაც ერთვებიან პროფკავშირები ან დარგობრივი ასოციაციები და ხდება პირობებზე მოლაპარაკება. ვინაიდან ამ ფორმატში ასეთი ტიპის მოლაპარაკება ბოლომდე ვერ შედგა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი წილი პასუხისმგებლობა – ჩაერია კანონის ფარგლებში და დღეს, რეალურად, პროტესტი და ის მოთხოვნები, რაც იქ იყო დასმული, შესმენილია და შეთანხმება მიღწეულია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„აქ იყო საპროტესტო გამოსვლები, მშვიდობიანი მანიფესტაცია და იყო დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ბუნებრივია, ასეთი ტიპის დავები, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა წყდებოდეს იმ ფორმატში და იმ რეჟიმში, როდესაც პროფკავშირები ან დარგობრივი ასოციაციები ერთვებიან და ხდება პირობებზე მოლაპარაკება. ვინაიდან ასეთი ტიპის მოლაპარაკება ბოლომდე ვერ შედგა, ამ ფორმატში, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა – ჩაერია განახორციელა კანონის ფარგლებში და დღეს, რეალურად, პროტესტი და ის ხმა, მოთხოვნები, რაც იქ იყო დასმული, შესმენილია და შეთანხმება მიღწეულია. არასერიოზული მგონია, როდესაც კომიტეტის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მინისტრს უსვამს კითხვას, თუ რა უნდა ღირდეს დღიური ულუფა – 14 ლარი თუ 13 ლარი. ეს არის, ელემენტარულად, ობივატელური და რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ერთგვარ პოლიტიკურ სპეკულაციას უნდა მივაწეროთ იმიტომ, რომ მინისტრის გადასაწყვეტი და საპასუხო ნამდვილად არ არის, თუ რა ღირს დღიური ულუფა, რომელიც დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა მიაწოდოს. მინისტრმა მკაფიოდ უპასუხა, რომ ის გააკონტროლებს შეთანხმების პირობებს, რამდენიც უნდა დაჯდეს ნორმალური, ჯანსაღი კვება; რამდენიც უნდა დაჯდეს იქ პირობების უზრუნველყოფა, რომელიც ეხება დაზღვევას, ანაზღაურების მატებასა და სხვა საკითხებს, რაზეც შეთანხმება არის. სახელმწიფო აქ აქვს ვალდებულება არა ფასების განსაზღვრისა, არამედ იმისა, რომ ამ შეთანხმებების განხორციელება გააკონტროლოს და ეს კიდევ ერთხელ იყო გაცხადებული მინისტრის მხრიდან. მოვისმინე ძალიან ფარისევლური განცხადებები, ასევე, იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც, თავიანთი მმართველობის პირობებში შეეძლოთ, ასეთი პროტესტები გაეთვალისწინებინათ ბევრჯერ და მოეგვარებინათ საკითხები – გახსოვთ, რა იყო დამოკიდებულება. ეს ყველაფერი მთავრდებოდა იგნორირებით საუკეთესო შემთხვევაში და უარეს შემთხვევით – დარბევითა და ადამიანების ამ მოედნებიდან თუ მანიფესტაციების ადგილებიდან გაძევებით. ასე რომ, ამ ხალხისგან, უბრალოდ, ძნელია მორალურად ამის მოსმენა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები