სულხან მახათაძე: 2012 წლამდე დაშინებული და დაშანტაჟებული მაღაროელები ხმას ვერ იღებდნენ, ამ ადამიანებს დღეს თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა მიეცათ

“2012 წლამდე დაშინებული და დაშანტაჟებული მაღაროელები ხმას ვერ იღებდნენ, ამ ადამიანებს დღეს თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა მიეცათ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ განაცხადა.
მახათაძემ დეპუტატ რომან გოცირიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ თაღლითობა იყო ის, რომ „ნაციონალებმა“ 2006 წელს ჭიათურის მანგანუმი გააკოტრეს.
„მისასალმებელია, რომ დღეს დებატების ფონზე მიმდინარეობს ჭიათურის თემის განხილვა და ის მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობდა, მე ვუსმენ ძალიან ბევრ სპეკულაციას და ადამიანები, რომელებიც უყურებდნენ მთელ ამ მიმდინარე მოვლენებს, დღეს აქ გამოდიან   გულზე მჯიღის რტყმევით, თითქოს, ამ ხალხის ბედი დიდად ანაღვლებდათ, თუნდაც ამდენი წლის განმავლობაში. ბატონი რომანი  რომ თაღლითობაზე საუბრობს, მაშინ მინდა, ბატონებს ვკითხო, როდის შემოიყვანეთ ეს კომპანია ინვესტორი და რა ვალდებულებები გვქონდა თავის დროზე აღებული და რა ვალდებულებებით მოვიდა დღემდე. თაღლითობა იყო ის, რომ 2006 წელს გააკოტრეთ ჭიათურის მანგანუმი და 125 მილიონად გაყიდეთ, თუ არ ვცდები, ზესტაფონის ფერო ჭიათურის მანგანუმი და „ვარციხე ჰესი“ და დღეს საუბრობთ ეკოლოგიაზე, სადაც თქვენ არანაირი ვალდებულება ამ კომპანიისთვის ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩაგიდიათ.
რაც შეეხება მაღაროელების თემას – სად იყავით, ბატონებო, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე ხმას ვერ იღებდნენ დაშინებულები დაშანტაჟებულები და ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა და 2012 წლიდან დღემდე უამრავი გაფიცვები იყო ჭიათურაში და ერთი მათგანი არ მახსოვს ან ფიზიკური ან სიტყვიერი სოლიდარობა გამოგეცხადებინათ მათთვის. დიახ, ქალბატონი ნათია იყო ჩართული ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველა ამ გაფიცვაში, მონაწილეობას ვღებულობდით და მედიაციის როლს ვთამაშობდი კომპანიასა და ხალხს შორის ძალიან კარგად მახსოვს თუნდაც რომ აქ იყო საუბარი, რომ ბავშვები გამოვიდნენ გარეთ. დიახ, გამოვიდნენ და მთელმა ქალაქმა სოლიდარობა გამოხატა, მაგრამ გადაწყვეტილებაში მოგვეხმარა მთავრობა, ხელისუფლება და ქალბატონი ნათია, ეს ძალიან კარგად ვიცი და თქვენ აქ ზედაპირულად საუბრობთ მარტო. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიასა და დასაქმებულებს შორის გაგვიჭირდა მოლაპარაკება და გარკვეულ კონსესუს ვერ მივაღწიეთ და ამიტომ გახდა მთავრობის ჩართულობა საჭირო. 2012 წლიდან დღემდე, თუკი ეს პროცესი უმართავი ხდებოდა, ყოველთვის მთავრობის მხარდაჭერითა და გვერდში დგომით იყო მიღწეული.
მე მინდა, ქალბატონო ნათია, გითხრათ,  მე მესმის, რომ შუალედური არჩევნები იყო 2019 წელს მერის და 2020 წლის არჩევნები მოდის და აქ დიდი ოვაციებით უნდათ რომ თითქოს ამ ქალაქის მიმართ დიდი გულშემატკივრობას გამოხატავენ ზოგიერთები. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენმა ქალაქმა სოლიდარობის მაგალითი აჩვენა და ისიც ძალიან კარგად აჩვენა, რომ, რეალურად, პრობლემის გადაჭრის გზები სად არის და როგორ არის. უბრალოდ, მე მინდ,ა გთხოვოთ ახლა თქვენ, ვინაიდან მთელი ეს პრეისტორია გვიჩვენებს, რომ სანამ არ მივა დაძაბულობის პიკი,  სანამ ქუჩაში არ გამოდის ხალხი, მანამდე ვერ ხერხდება კომპანიასთან და ამ დასაქმებულებს შორის ურთიერთშეთანხმება. მიუხედავად ჩვენი ჩართულობისა, მიუხედავად პროფკავშირების ჩართულობისა, საჭირო ხდება ბოლოს მაინც მთავრობის ჩართულობა, თქვენ თუ რაიმე ბერკეტს ხედავთ იმაში ან როლი ეკონომიკის სამინისტროსი როგორი იქნება მომავალში იმისათვის, რომ აღარ მივიდეთ პროტესტის უკიდურეს ზომამდე და გარკვეული პრევენციული ღონისძიებები მანამდე იყოს გატარებული, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ეს პროცესი წავიდეს დინამიკური განვითარების გზით და არა  – ქუჩაში ხალხის გამოსვლითა და შიმშილობით“, – განაცხადა სულხან მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები