დიმიტრი პესკოვი: პუტინმა პირველმა შესთავაზა ზელენსკის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება

“პუტინმა პირველმა შესთავაზა ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნება სააკაშვილისთვის”, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვას  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პუტინი იმაზე მნიშვნელოვანი საკითხებითაა დაკავებული, ვიდრე ეს საკითხია.
“რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმაზე მნიშვნელოვანი საკითხებითაა დაკავებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაა. როგორ აფასებს ის ამას? – პუტინი იყო პირველი, ვინც ზელენსკის ეს შესთავაზა”, – თქვა პესკოვმა.
პესკოვის განმარტებით, პუტინის დღის წესრიგში სააკაშვილი პირველ ადგილს არ იკავებს, ის ქვეყნის პრობლემებით არის დაკავებული.
“თქვენ ხედავთ, რით არის დაკავებული პუტინი; ხედავთ მის დღის წესრიგს, სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხები პუტინის დღის წესრიგში პირველი ადგილიდან შორსაა და ადგილს ვერ დაიკავებს“, – თქვა პუტინის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები