რამზან კადიროვი: მზად ვარ, უკრაინაში 74 ათასი ჩეჩენი გავაგზავნო
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ბრძანების მიღების შემთხვევაში, ის მზად არის უკრაინაში 74 ათასი ჩეჩენი გაგზავნოს. ამის შესახებ განცხადება კადიროვმა რუსულ ტელეკომპანია “რენ ტვ”-სთან განაცხადა.
“ოფიციალურად ვაცხადებ, რომ აქამდე მე, პირადად, უკრაინაში არც ერთი ჩეჩენი არ გამიგზავნია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბრძანება იქნება, მე მზად ვარ, 74 ათასი ჩეჩენი გავაგზავნო, ანუ მოხალისეებს, რომლებიც მზად არიან უკრაინის ტერიტორიაზე წესრიგის დასამყარებლად”, – განაცხადა რამზან კადიროვმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დონეცკის ოლქში 14 ათასი ჩეჩენი იმყოფება. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მხარეზე ჩეჩნური ტერორისტული ბატალიონი “ვოსტოკი” იბრძვის, რომლის შემადგენლობაში ჩეჩნების გარდა, ოსები და უკრაინული “ბერკუტის” წევრები შედიან.