მიხეილ სააკაშვილმა კლიჩკოს პარტიის ლიდერობაზე უარი თქვა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის მერის შემოთავაზებაზე, გამხდარიყო მისი პარტიის – “უდარის” ლიდერი, უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა”, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა გადაწყვეტილების მიზეზს გამოცემის წყარო არ ასახელებს.
მომხდარს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო უკვე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ მოცემულობამ ის ემოციის გარეშე დატოვა.
“არანაირი ემოცია: ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთე” – წერს კლიჩკო “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები