უკრაინამ რუსეთს გაზის დავალიანება – 786 მილიონი დოლარი გადაუხადა
კიევმა მოსკოვს გაზის დავალიანება გადაუხადა. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა უკვე დაუდასტურა ადგილობრივ პრესას, რომ უკრაინიდან თებერვალ-მარტის გაზის საფასური მიიღეს. მისივე თქმით, სამინისტრომ უკრაინის “ნაფტოგაზიდან” 786 მილიონი დოლარი მიიღო.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კი მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. სლავიანსკში ისევ ისვრიან. სეპარატისტებმა იერიში მესაზღვრეების ბლოკსაგუშაგოზე მიიტანეს. შეტაკებების შედეგად, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეებს ავიაციაც ეხმარება.