თბილისში, აეროპორტის გადასახვევის განახლების გამო, დღეიდან მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.
​მათივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.
ცნობისათვის, აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტრული პროექტის განხორციელებაზე გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოებს, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც მოწესრიგდება გამწვანება, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და LED სანათები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები