დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, რეხის I ქუჩისა და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის, პატარა ტბის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, გიორგი მდივანის, ჯავახეთისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, II ხეივნის, შავიშვილის, წითლანაძის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანისა და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, გაგარინის, დარასელიას, შარტავას და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის დაპეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, ვაზისუბნის, იმედაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაგარინის, არდაზიანის, ზოვრეთის, ოდესის, ზემო ვეძისისა და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფისა და ალუბლების ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ქიქოძისა და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.