IDFI ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს აქვეყნებს

2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ტექნიკური ინსპექტირება 232 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა. ინსპექტირების შედეგებს IDFI აქვეყნებს.

პირველადი ინსპექტირების შედეგად 114 840 ავტოსატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა. ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს.

ინსპექტირებით გამოიკვეთა, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო ნაკლებია დახარვეზების შემთხვევები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები