აეროპორტის გზატკეცილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, 6 ივნისს, ევროპის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.

სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები