სალომე ზურაბიშვილი: როგორც დედამ, ქალმა და პრეზიდენტმა ყველას მინდა, შევახსენო იმუნიზაციის აუცილებლობა
საქართველოს პრეზიდენტი იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმუნიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, თითოეული ოჯახისა და ბავშვისათვის.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში სტუმრობისას ისაუბრა.
“როგორც დედამ, ქალმა და პრეზიდენტმა მინდა, ყველას შევახსენო იმუნიზაციის აუცილებლობა, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ იმუნიზაცია ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ცენტრი, ასევე, ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში იმუნიზაციის მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.